fbpx
ჯანმრთელობა

ათენის საერთაშორისო აეროპორტში შემოსულ რამდენ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, 8 ივნისიდან 14 ივნისამდე, ათენის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით განხორციელებულ ფრენებთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენი მგზავრი შემოვიდა ამ ვადებში ათენში და რამდენ მათგანს დაუდგინდა ვირუსი, ტესტის საშუალებით, რომელიც ადგილზე გაკეთდა.

ოფიციალური ცნობით, ათენის საერთაშორისო აეროპორტში შემოსულ 7,804 მგზავრს ჩაუტარდა ტესტი Covid-19-ზე და აქედან მხოლოდ და მხოლოდ 4 აღმოჩნდა დადებითი.

შესაბამისად, ეს მგზავრები ავტომატურად გადავიდნენ 14 დღიან კარანტინში, ხოლო ვისიც უარყოფითი აღმოჩნდა, 7 დღიან კარანტინში.

7,804 ადამიანი იყო 19 სხვადასხვა ქვეყნიდან, საერთო ჯამში კი, 8-14 ივნისის ფარგლებში განხორციელდა 104 ფრენა.

onalem

ტესტ