fbpx
კატეგორიის გარეშე

მეკო ჩიტიშვილი სიცოცხლისთვის იბრძვის. მას ემიგრანტების დახმარება ჭირდება

24 წლის მეკო ჩიტიშვილს რამდენიმე დღის წინ ძვლის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს. ახალგაზრდა გოგოს გადასარჩენად ოპერაცია თურქეთში, გერმანიაში ან ისრაელში უნდა გაკეთდეს, მკურნალობა კი მინიმუმ 150 ათასი დოლარი ჯდება.

სტუდენტებმა მეგობრის გადასარჩენად ფეისბუქკამპანია წამოიწყეს, შექმნეს ჯგუფი — მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად — რომელსაც ერთ დღეში უკვე 11 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მეგობრებმა მეკოს დიაგნოზის შესახებ საჯაროდ მოყვნენ და მოქალაქეებს მის გადარჩენაში დახმარება სთხოვეს. როგორც აღმოჩნდა, მეკოს დედაც ონკოლოგიური პაციენტია:

“ყველაფერი 6 თვის წინ დაიწყო… მეკოს ისედაც ცოტა სუსტი იმუნიტეტი აქვს, ერთხელაც გვითხრა ფეხი მიელავს ხოლმე, ვიფიქრეთ სიცივის ბრალი იყო, ძალიან მცივანაა, ხან შალით შეიხვია ხან რა. მეკოს დედასაც სიმსივნე აქვს, მკერდზე და საშვილოსნოზე. წელს ორი ოპერაცია გაიკეთა და მძიმე წელი ჰქონდათ. მეკო ექიმთან აღარ წავიდა, ბევრი ხარჯი მექნება, მერე 33 ნემსი გაიკეთა, ვიტამინები, რამაც სიმსივნე უფრო დ აუფრო გამოკვება. დიაგნოზი გუშინწინ გავიგეთ. მეგობრებო, გადაგვირჩინეთ მეკო”.

მკურნალობა 300 000-დან 500 000 ლარამდე ჯდება. გამოქვეყნებულია ანგარიშები, რომლებზეც მოქალაქეები თანხას რიცხავენ. მათ რიგებთ თქვენც შეგიძლიათ შეუერთდეთ:

  • საქართველოს ბანკი: GE83BG0000000161685609 — სალომე თაბაგარი;
  • თიბისი: GE93TB7551945061100035 — თორნიკე მკალავიშვილი.

შექმნილია GoFundMe-ის გვერდი და საქველმოქმედო ნომერიც, რომელზეც ერთი ზარის ღირებულება 1 ლარია.