fbpx
საზოგადოება

იოანა პაპასპირუმ დუმილი დაარღვია: რას ელოდებოდა ქალი, რომელსაც სახის 93% დამწვარი აქვს და ჭამაც კი არ შეუძლია

პირველად, მას შემდეგ, რაც მჟავით სასტიკი თავდასხმის საქმეზე 35 წლის ქალი დააკავეს, იოანა პაპასპირუმ დუმილი დაარღვია. მისი სახელით მისმა ადვოკატმა, აპოსტოლოს ლიტრასმა ისაუბრა. გოგონა ჯერ კიდევ თრიასიოს საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრში წევს და ექიმები მას მებრძოლს უწოდებენ. იოანას შეატყობინეს, რომ მასზე თავდამსხმელი უკვე ციხის საკანშია გამოკეტილი. რა თქვა მან ამასთან დაკავშირებით?!

“ველოდებოდი ერთ ბოდიშს მაინც. თავის გამართლებას მანამდე, ვიდრე საბოლოო სასამართლო შედგება. მე ღრმად მწამს და ვენდობი ბერძნულ მართლმსაჯულებას,” ეს არის პაპასპირუს სიტყვები.

თავად აპოსტოლოს ლიტრასი აცხადებს, რომ გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ ამბობენ, თითქოს დაკავებულს 4 დღეა არ უჭამია და მისი ფსიქიკა მძიმე მდგომარეობაშია.

“სამწუხაროა რომ ამბობენ, თითქოს ბრალდებულს რამდენიმე დღეა, რაც საკვები არ მიუღია. ის არ ჭამს, ხოლო იოანას არ შეუძლია ჭამა. ჩვენ ვსაუბრობთ გოგონაზე, რომელიც უკვე 20 დღეა საავადმყოფოშია და კიდევ სამი თვე დარჩება, გაუკეთდება საერთო ჯამში 30 ოპერაცია. ვფიქრობ, რომ ძალიან სამწუხარო და ზედმეტია პარალელურად ბრალდებულის მდგომარეობაზე საუბარი.”

როგორც უკვე ცნობილია, იოანას 35 წლის ეფი ტელეფონის საშუალებით 24 საათის მანძილზე უთვალთვალებდა, მისით იყო შეპყრობილი და იმდენად შურდა, რომ ცდილობდა მაქსიმალურად დამსგავსებოდა გარეგნულად. ის ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს და დანაშაულს არ აღიარებს.

onalem

ტესტ