fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ახალი შოკი ათენში: 29 წლის მასწავლებელი 9 წლის მოსწავლეზე ძალადობდა

საბერძნეთის პოლიციამ 29 წლის კერძო მასწავლებელი არასრულწლოვანზე ძალადობის და სექსუალური შევიწროვების ბრალდებით დააპატიმრა.

პოლიციის ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი 9 წლის ბიჭის სახლში მიდიოდა, რათა მისთვის გაკვეთილები ჩაეტარებინა. ხოლო მთელი ამ დროის მანძილზე მის მიმართ უხამს ქმედებებს ახორციელებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი მხოლოდ 9 წლის იყო, მან ვერ შეძლო მშობლებისთვის დროულად გაემხილა, თუ რა ხდებოდა გაკვეთილზე.

დამნაშავე საოლქო პროკურატურაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ათენში მცირეწლოვანი ბავშვის სექსუალური შევიწროვების მეორე სერიოზული შემთხვევაა ბოლო პერიოდის მანძილზე. პირველი იყო 60 წლის მუსიკის მასწავლებელი, რომელიც ჩრდილოეთ ატიკაში აგვისტოს თვეში დააპატიმრეს. მას გაცილებით მეტი მსხვერპლი ჰყავდა.

onalem

ტესტ