fbpx
კრიმინალი

კიფსელზე ერთ-ერთ ბინაში 221 ყალბი პასპორტი იპოვეს – დაკავებულია 3 უცხოელი

პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად კიფსელზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში ყალბი საბუთების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, რომელთაც პასპორტებისა და სხვადასხვა სამგზავრო დოკუმენტების გაყალბება ედებათ ბრალად.

კერძოდ, აღმოჩენილია 221 პასპორტი და სხვადასხვა ქვეყნების ვიზა. რამდენიმე პირადობის მოწმობა და ნაღდი ფული 1.480 ევროს ოდენობით.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია და ერიტრეის მოქალაქეა.

თითოეულ დამნაშავეს საბუთების გაყალბების ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ