fbpx
კრიმინალი

პატიმრის დედა კორიდალოს ციხეში სუვლაკებში გახვეული ნარკოტიკების შეტანას ცდილობდა

ბერძენი პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც გაყინულ ხორცში დიდი რაოდენობით ნარკოტიკები აღმოაჩინეს, რომლის ციხეში შეტანასაც პატიმრის დედა ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კორიდალოს ციხეში მოხდა. პატიმრის დედა შვილის მოსანახულებლად მივიდა და თან მიიტანა ხორცი, რომელშიც 47 გრამი კანაბისი იყო გახვეული.

ქალმა შემოწმება ჯერ დაცვასთან გაიარა, რა დროსაც ეჭვი აიღეს და მისი ხორცი საგულდაგულოდ დაათვალიერეს. კანაბისი 8 პატარა შეკვრაში იყო მოთავსებული და შემდეგ ხორცში ჩადებული.

როგორც ცნობილია, პატიმარი, რომლისთვისაც დედას ეს ყველაფერი მიჰქონდა, სასჯელს ქურდობისთვის 2019 წლის დასაწყისიდან იხდის. მისი ეროვნება უცნობია.

 

onalem

ტესტ