fbpx
საბერძნეთი

რომელი მეტროსადგურები იკეტება ხვალ, 17 ნოემბერს, ათენში “პოლიტეხნიოს” დღის გამო?!

როგორც უკვე ცნობილია, ათენში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ვინაიდან 17 ნოემბერს მოსალოდნელია მსვლელობა და გარკვეული ეპიზოდები “პოლიტეხნიოს” დღესთან დაკავშირებით.

არსებული ცნობებით, პოლიციამ გასცა ბრძანება, რომ დაიკეტოს შემდეგი მეტროსადგურები: “მონასტირაკი”, “მეღარო მუსიკის”, “სინდაღმა”, “პანეპისტიმიო”.  აღნიშნული სადგურები დაიკეტება 14:00 საათიდან და მატარებლები ჩაივლიან გაჩერების გარეშე.

“პოლიტეხნიოს” 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, ცხადია, გადაკეტილი იქნება ათენის ცენტრალური გზები და გამზირები და საჯარო ტრანსპორტიც იმოძრავებს განსხვავებული მარშრუტით, თავიდან აირიდებენ ცენტრში გადაადგილებას.

რაც შეეხება მეტროსადგურებს, ისინი გაიხსნება მას შემდეგ, რაც პოლიცია შესაბამის ბრძანებას გასცემს.

onalem

ტესტ