fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთი ძალისხმევას არ დაიშურებს უკრაინელი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად” – ნიკოს დენდიას

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკოს დენდიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, მინისტრი მას თავადაც გამოეხმაურა.

დენდია ტვიტერის საშუალებით წერს:

“ძვირფასო, პრეზიდენტო, მადლობას გიხდით კარგი სიტყვებისთვის. საბერძნეთი სრულად არის მობილიზებული, რომ უკრაინელი ხალხისთვის ტანჯვის შემსუბუქება სცადოს. ჩვენი ქვეყანა ძალისხმევას არ დაიშურებს ამ მცდელობის განხორციელებაში.”

როგორც უკვე ცნობილია, ნიკოს დენდია არის პირველი ევროპელი მაღალჩინოსანი, რომელმაც უკრაინაში ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელობის ინიციატივა გამოთქვა. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში დენდია უკვე დაუკავშირდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს, პიტერ მაუერს, რომელიც მოსკოვში იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ განიხილეს ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის საკითხი მარიუპოლში და მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

onalem

ტესტ