fbpx
საზოგადოება

6 მეჯვარე, 300-სზე მეტი სტუმარი და ცნობილი სახეები – პანოს მუზურაკი ეგინაზე გრანდიოზულ ქორწილს იხდის

რამდენიმე დღეში ცნობილი მუსიკოსი, პანოს მუზურაკი, თავის მეორე ნახევარზე, მარილუ კოზარიზე იქორწინებს. ცერემონია, რომელიც როგორც ჩანს, გრანდიოზული იქნება, კუნძულ ეგინაზე შედგება მანამდე, ვიდრე წყვილის პირველი შვილი მოევლინება ამ ქვეყანას.

ტელეკომპანია Star-ზე, დილის გადაცემის მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით გახდა ცნობილი, რომ ეს ქორწილი სულაც არ იქნება მოკრძალებული, ახლო მეგობრების და ოჯახის წევრების გარემოცვაში გამართული ცერემონია, არამედ გრანდიოზული წვეულება, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები, 300-სზე მეტი სტუმარი ეყოლება.

წყვილს გვერდს 6 მეჯვარე დაუმშვენებს, 2 მათგანი პატარძლის მხრიდან, ხოლო 4 პანოს მუზურაკის მხრიდან იქნება.

ის რაც ქორწილს უფრო მეტად გლამურულს გახდის, სტუმრებია – ბერძნული შოუბიზნესის ცნობილი სახეები: საკის რუვას, კატია ზიგული, ელეონორა ზუგანელი, კოსტას მარავეიასი და ტონია სოტიროპულუ. თუმცა, ეს სიის მხოლოდ მცირე ნაწილია.

მუზურაკისა და ფეხმძიმე მარილუ კოზარის ქორწილი 27 მაისს შედგება.

onalem

ტესტ