fbpx
საზოგადოება

“2010 წლის ერთ საღამოს ივონი გავიცანი… როცა ყველაზე მძიმე მომენტები მქონდა” – ანტონის რემოს

ანტონის რემომ ერთ-ერთ ბერძნულ მედია საშუალებასთან საუბრისას, თავისი ცხოვრების უმძიმესი ეპიზოდი გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ ივონის სწორედ მაშინ შეხვდა: “გავაანალიზე, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ქალი.”

“არაფერი მომხდარა უეცრად და შემთხვევით, არც ივონის ფეხმძიმობა მათ შორის. ყველაფერი დაგეგმილი და სურვილის მიხედვით იყო. მე ვიყავი ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა მამა უნდა გავმხარიყავი. მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე მოხდა და კიდევ ერთ შვილს აუცილებლად ვიყოლიებთ.

რა თქმა უნდა, ტყუილია იმის თქმა, რომ როცა ქალს გაიცნობ, მაშინვე მიხვდები შენი ცხოვრების ქალია თუ არა, ან იქნება თუ არა შენი შვილების დედა. ჩემს შემთხვევაში, ივონი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტებში გავიცანი, როცა მქონდა სასამართლო პროცესები და უამრავი უსიამოვნება. 2010 წლის ერთ საღამოს, ელინიკოზე, “აკროტირში” მეგობართან ერთად სასმელზე წავედი და სწორედ იქ იყო ივონიც, თავის მეგობართან ერთად.

ის ტყუპებია და თავისუფალი ტიპის ადამიანი. მაშინვე მომეწონა მისი ცხოვრებისეული ხედვა და შეხვედრა დავიწყეთ. უბრალოდ გვინდოდა, რომ დრო კარგად გაგვეტარებინა. და ეს კარგი დრო 9 წელს გაგრძელდა.”

onalem

ტესტ