fbpx
საზოგადოებასაქართველო

იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება – რას ნიშნავს ეს?!

დაგროვებითი საპენსიო სისტემა იანვრიდან ამოქმედდება. რეფორმის გადავადების შესაძლებლობა ყველა ოფიციალურმა სტრუქტურამ და პირმა უარყო, რომელიც ცვლილების პროცესშია ჩართული. სექტემბრიდან 40 წლამდე ყველა დასაქმებული პირი საკუთარი შემოსავლიდან ყოველთვიურად 2%-ს საპენსიო ფონდში გადარიცხავს.

2019 წლის დასაწყისიდანვე საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, 40 წელს გადაცილებულთათვის კი სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა პირველი სამი თვე აღნიშნული კატეგორიაც ვალდებულია, სისტემაში ჩაერთოს. შედეგად, ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, თუმცა უშუალოდ მოქალაქეს მხოლოდ 2%-ის გაღება მოუწევს. 2%-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო ჩარიცხავენ.

მოსაზრებას, რომ შესაძლოა, რეფორმა გადავადდეს და დროში გაიწელოს, მმართველი გუნდი, მთავრობა და საპენსიო ფონდის ხელმძღვანელიც უარყოფენ. ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა გადავადებას არ აპირებს. საკითხი ბოლო პერიოდში საპენსიო რეფორმის მიმართ კერძო სექტორის მიერ გამოთქმულ უარყოფით შეფასებებს და რეფორმის გადავადებასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს ეხება.
“საპენსიო რეფორმის გადავადებას არ ვაპირებთ. რეფორმა ისე შევა ძალაში, როგორც ეს დაგეგმილია”, – აღნიშნა ქობულიამ.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე კი აცხადებს, რომ საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭო დაახლოებით ორთვიან პერიოდში დაკომპლექტდება.

“საინვესტიციო საბჭო ხუთი წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. ახალი წლიდან როცა პარლამენტის რეგლამენტში შევა ცვლილება, შედგება შესარჩევი კომისია. ამის შემდგომ ამ ვაკანსიების შესახებ, მინიმუმ, 2 უცხოურ წამყვან გამოცემაში გამოქვეყნდება განცხადებები და მხოლოდ ამის მერე მოხდება შერჩევა. დაკომპლექტდება საბჭო, დაინიშნება უფროსი საინვესტიციო მენეჯერი და შემდგომ დაიწერება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი; ამის მიხედვით დაიწყება ინვესტიციების განხორციელება.

პარალელურ რეჟიმში შეიქმნება რისკის კონტროლის კომიტეტი, დაინიშნება მთავარი რისკის ოფიცერი, მას ასევე ეყოლება რისკის კონტროლის დამოუკიდებელი სამსახური და ისინი მიმდინარე რეჟიმში გააკონტროლებენ ამ ინვესტიციების პროცესს.

ამას, სავარაუდოდ, ორთვიანი პერიოდი დასჭირდება. ჩვენ არ გვჭირდება რისკის კონტროლი მანამ, სანამ არ არის საინვესტიციო მხარე, მანამდე საპენსიო შენატანები იქნება განთავსებული იმ ბანკებში, სადაც ჩაირიცხება. დაველოდებით გარკვეული თანხის აკუმულირებას.# იმისათვის, რომ შევქმნათ დივერსიფიცირებული პორტფელი, საჭიროა, თანხები იყოს საკმარისი”, – განაცხადა სურგულაძემ “ბიემთან”.

საპენსიო რეფორმა მოსწონს და პრაქტიკაში დიდი წარმატების იმედი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძის აზრით, რეფორმა განხორციელდა ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე და ჩართული იყო ბიზნესსექტორიც.

“აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იყო მაქსიმალურად აწონილ-დაწონილი, შეჯერებული და, შესაბამისად, ეს რეფორმა დიდი წარმატებით განხორციელდება. არის პრაქტიკული ზომებიც მიღებული იმისათვის, რომ დაიწყოს სათანადოდ ამ რეფორმის პრაქტიკაში განხორციელება”, – განაცხადა კობახიძემ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბანკების როლი და ადგილი რეფორმაში. “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბანკები მზად არიან, ჩაერთონ საპენსიო რეფორმაში აქტივების მართვის თვალსაზრისით. საუბარია მოსახლეობის საპენსიო შენატანების შედეგად შექმნილი აქტივების მართვაზე.

„კერძო საპენსიო ფონდების შექმნა ამ რეფორმის საფუძველზე ხელს შეუწყობს საფონდო ბირჟის გაცოცხლებას და გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობა კომპანიებისთვის, რომ მათ გამოუშვან ფასიანი ქაღალდები ან კაპიტალი მოიზიდონ საფონდო ბირჟის მეშვეობით. ჩვენ ხელს ვუწყობთ საფონდო ბირჟის განვითარებას და ასევე აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას თვითონ მოსახლეობის საპენსიო შენატანების შედეგად შექმნილი აქტივების მართვაში იმისთვის, რომ ეს აქტივები იყოს ეფექტური და მაქსიმალურად მომგებიანი”, – აცხადებს ჯაფარიძე.

საპენსიო ფონდში კი განმარტავენ, რომ სისტემაში ბანკების მონაწილეობა არ განიხილება. სააგენტოს აქტივების მართვისთვის შიდა სტრუქტურა ექნება.

საპენსიო რეფორმას აფასებენ ეკონომისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს არის რისკიანი პროექტი და არ არის თავსებადი ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან და ტემპთან.

„ბანკების ინტერესი ცალსახა და ლოგიკურია. მათ სურთ, დამატებითი თანხა მოიძინო ლარში. ამიტომაც აქვთ მოტივაცია, ჩაერთონ პროცესში. მთავარი პრობლემა რეფორმის არსია, რომელიც დამატებითი საგადასახადო წნეხია ბიზნესის, მოქალაქეებისა და სახელმწიფოსათვის. 20 წლის შემდეგ შეიძლება მთავრობამ ამ თანხების კონფისკაცია მოახდინოს იმიტომ, რომ საბიუჯეტო დეფიციტი ჰქონდეს ან დაგროვილი თანხა გამოიყენონ სხვადასხვა მიზნისათვის. ბანკის ინტერესი კი მარტივია, თანხას მიმართავს სესხებში. მათ ექნებათ გრძელვადიანი თანხა ლარში.
საბოლოო ჯამში, ეს არის თანხის ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადატანა, რომელიც შეიძლება საერთოდაც გამოხეული იყოს და იზარალოს მოსახლეობამ. ეს არის რისკიანი პროექტი, რომელიც არ არის თავსებადი ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან და ტემპთან”, – აცხადებს ყიფიანი.

onalem

ტესტ