fbpx
საზოგადოება

ათენი: კაფეში მჯდომმა 24 წლის გოგონამ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა

დღეს დილით პირეას ტერიტორიაზე, დაახლოებით 08:15 საათისთვის განგაში ატყდა. პოლიციაში კაფე-ბარის პერსონალმა დარეკა და იტყობინებოდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში იყო დაჭრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 24 წლის არის და კაფეში მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. პირველადი ცნობით, მან საკუთარ თავს თავად ესროლა, მანამდე კი იმუქრებოდა. გასროლა, სავარაუდოდ, მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი მისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა, შედეგად კი თავად მხარში, ხოლო გოგონა თავის არეში დაიჭრა.

საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ.

ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით მამაკაცი დააკავეს, ახალგაზრდა ქალი კი უმძიმეს მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ