fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მოხუცი ცოლ-ქმარი შობის წინა დღეს ერთად გარდაცვლილები იპოვეს

მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს და ერთად, ჩახუტებულები გამოემშვიდობნენ წუთისოფელს… თანაც შობის წინა დღეს.

შემთხვევა მაგისიაში მოხდა, მოხუც ცოლ-ქმარს, რომელიც დახმარების პროგრამაში იყო ჩართული, სოციალური მუშაკი ესტუმრა, რათა მათი წინასაშობაო საჭირობები შეემოწმებინა. თუმცა, მან ისინი საწოლში ერთად გარდაცვლილები იპოვა. მოხუცები ერთმანეთს იყვნენ ჩახუტებულები.

ადგილზე სასწრაფო დახმარება მობილიზდა, თუმცა, ვეღარაფრის გაკეთება ვერ შეძლეს. ამ დრომდე ვარაუდობენ, რომ ისინი პათოლოგიური სიკვდილით გარდაიცვალნენ.

მოხუცებს არავინ ჰყავდათ და საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ. მათ სახლში არაჰიგიენური პირობები იყო და ამ ყველაფერთან ერთად ორივეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ქალს დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეეძლო, მამაკაცი კი შედარებით ნორმალურად გამოიყურებოდა.

რამდენიმე კვირის წინ დაიწყო პროგრამა “დახმარება სახლში”, რომელიც მათ საკვებით, საჭმლით და ტანსაცმლით უზრუნველყოფდა, თუმცა, სხვა პრობლემები გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ახლა კი, უცნობია, თუ რატომ და როგორ დაიღუპნენ ისინი.

დაგეგმილია ექსპერტიზა, რომელიც მიზეზებს გამოავლენს.

onalem

ტესტ