fbpx
კრიმინალი

“გატეხილი ბერძნულით ითხოვდნენ მეთქვა, სად იყო ფული” – 63 წლის დამლაგებელი ქალი ფსიხიკოში მომხდარ ძარცვაზე საუბრობს

როგორც რამდენიმე დღის წინ ბერძნული მედია იუწყებოდა, ფსიხიკოში მდებარე ვილაში ბიზნესმენი გაძარცვეს. ამ დროს სახლში მხოლოდ და მხოლოდ დამლაგებელი ქალბატონი იმყოფებოდა. 63 წლის ემიგრანტი ქალი პოლიციასთან ჰყვება, თუ როგორ შევარდნენ მძარცველები ბინაში.

“სახლის პატრონი წასული იყო. სახლში მხოლოდ მე ვიყავი და სადილს ვიმზადებდი. ისინი უცებ აივნიდან შემოვარდნენ და დამარტყეს. გატეხილი ბერძნულით მთხოვდნენ, რომ მეთქვა სად იყო ფული და ძვირფასეულობა. მათ სახეებს არ ვხედავდი, რადგან ქუდები ჰქონდათ ჩამოფარებული. ხელები გამიკრეს და სააბაზანოში ჩამკეტეს. შემდეგ მისაღებ ოთახში 2.000 ევროს და საათებს მიაგნეს, რომელთა საერთო ღირებულება 100.000 ევროა და გაუჩინარდნენ. სამეზობლოში არავის არაფერი გაუგია და კვალი არ დაუტოვებიათ,” ამბობს ემიგრანტი ქალი.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მძარცველები სუფთა ბერძნულით საუბრობდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, ისინი უცხოელები არიან.

უკრაინელი დამლაგებელი ქალი სააბაზანოში სამი საათის მანძილზე იყო ჩაკეტილი, შემდეგ კი სახლის პატრონი დაბრუნდა და გაათავისუფლა. როგორც ცნობილია, ის ოჯახში 20 წელზე მეტია მუშაობს.

onalem

ტესტ