fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციას 9 უსაბუთო ემიგრანტი გაექცა, თუმცა, მალევე დააკავეს – დაკავებულია მათი გადმომყვანი პირიც

აღნიშნულ შემთხვევას ბერძნული მედია კინემატოგრაფიულს უწოდებს. გავრცელებული ცნობებით, თესალონიკში 32 წლის უცხოელ მამაკაცს, 12 არალეგალი იმიგრანტი ქვეყანაში უკანონოდ შემოჰყავდა და როდესაც ის ოფიცრებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, სიჩქარეს მოუმატა და ეგნატიას მთავარ გზატკეცილზე ბარიერები გაანგრია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მამაკაცი სვლას აგრძელებდა, თუმცა, საბოლოო მომენტში გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა და გაქცევა სცადა. მისი შეჩერება გამვლელებმა შეძლეს.

ამ ყველაფრის პარალელურად მანქანიდან გადმოხტა 9 ემიგრანტიც, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობდნენ გაქცევას. ოფიცრების ჯგუფებმა ისინი რამდენიმე წუთში დააკავეს და შემდეგ იპოვეს დანარჩენი სამიც, რომელიც ჯერ კიდევ მანქანაში იმალებოდა.

32 წლის მამაკაცი, რომელიც მათ ქვეყანაში შემოყვანას ცდილობდა, ერაყის მოქალაქეა.

თითოეული დაკავებული პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ