fbpx
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! საბანკო ბარათები ბილეთების ნაცვლად 2020 წლიდან!

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ტროლეიბუსებში, მეტროებსა და ავტობუსებში 2020 წლიდან ამოქმედდება. ეს არ იქნება სავალდებულო, არამედ, უბრალოდ, კიდევ ერთი შანსი მოსახლეობისთვის, რომ გაიმარტივოს მგზავრობის პროცედურა.

რაზეა საუბარი?!

დღეს თითოეული მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყენებს ან ელექტრონულ ბარათს ან ბილეთს, რომელთა გარეშეც მეტროში გავლა შესაძლებელი არ არის. ცხადია, ეს ეხება ავტობუსებსა და ტროლეიბუსებსაც. თუმცა, ახალი რეფორმის მიხედვით, 2020 წლიდან მოსახლეობას შეეძლება, რომ ტრანსპორტში ასვლისას გამოიყენოს თავისი საბანკო ბარათი, ნაცვლად ბილეთის ან ელ. ბარათისა.

ასეთი სისტემის მაგალითი გვაქვს ლონდონში, სადაც ტრანსპორტში მგზავრობის გადასახადს პირდაპირ იხდიან საბანკო ბარათიდან.

ანუ, როდესაც ავტობუსში ახვალთ, ან მეტროში ჩახვალთ, შეძლებთ გაატაროთ თქვენი ბანკის ბარათი და იქიდან ჩამოგეჭრებათ მგზავრობის საფასური, ამ შემთხვევაში 1.40 ევრო.

საბერძნეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნული ცვლილების გატარებას სალაროებთან გრძელი რიგების შესამცირებლად გეგმავს.

onalem

ტესტ