fbpx
საბერძნეთი

“ვიზიტი ვაქცინაციისთვის მოსახლეობამ უნდა დანიშნოს ΚΕΠ-ში, აფთიაქში ან ვებ-გვერდზე” – იანვრიდან რიგითი მოქალაქეების ვაქცინაცია იწყება

როგორც უკვე ცნობილია, 26 დეკემბერს საბერძნეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები იქნება ხელმისაწვდომი და 27-ში უკვე დაიწყება ვაქცინაციის პროცესი.

საბერძნეთის პრემიერი და მისი მეუღლე იქნებიან ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ვაქცინას გაიკეთებენ, თუმცა, ცხადია, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საბერძნეთში, ვაქცინაცია ჩაუტარდებათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და მოწყვლად ჯგუფებს, ხანში შესულ ადამიანებსა და მათ, ვისაც აწუხებთ სერიოზული თანმდევი დაავადებები.

როგორც ციფრული პოლიტიკის მინისტრის მოადგილე, გრიგორის ზაფიროპულოსი აცხადებს, რიგითი მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება იანვრის თვეში, სავარაუდოდ მეორე ნახევარში.

“ვაქცინის გასაკეთებლად აუცილებლად დაინიშნება ვიზიტები წინასწარ. მოსახლეობამ ეს უნდა გააკეთოს ან ΚΕΠ-ში, ან აფთიაქში, ან ვებ-გვერდზე, emvolio.gov.gr.

საავადმყოფოების თანამშრომელთათვის უკვე არსებობს სიები, რომ მოხდეს ერთგვარი დაგეგმარება. იანვრის მეორე ნახევრიდან მოსახლეობა მიიღებს SMS-ებს, რომლებიც იქნება მითითება, რომ უკვე შეუძლიათ ვიზიტების დანიშვნა ვაქცინის გასაკეთებლად.

პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს 85 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების ვაქცინაცია, ხოლო მათ, ვისაც არ შეუძლიათ გადაადგილება, მობილური ჯგუფები ადგილზე მიაკითხავენ და სახლში ჩაატარებენ ამ პროცესს,” განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

onalem

ტესტ