fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“თუ სახლს მტრედები “ჰყავს”, ვერ ვიქირავებთ” – რა პრეტენზიებს გამოთქვამენ საბერძნეთში ბინის ქირაობისას

მართალია საბერძნეთში ახლა Airbnb-ის ბუმია და სახლების პატრონები საკუთარ მდგმურებს გარეთ უშვებენ, რათა ბინები დღიურად, ტურისტებზე გააქირავონ, მაგრამ მათ წინაშე ახალი პრობლემა დადგა. ძალიან ბევრი კლიენტი ბინის ქირაობაზე უარს ამბობს, თუკი მის აივანზე, ან უბრალოდ ახლო-მახლოს მტრედები ბინადრობენ.

უძრავი ქონების მოკლე ვადიანი გაქირავების ექსპერტი, ანდრეას ლუნგასი ამბობს, რომ პრეტენზიების უმრავლესობა უკავშირდება მტრედებს, რომლებიც სახლის მიმდებარე ტერიტორიას, აივნებსა და ფანჯრებს საშინლად აბინძურებენ.

“ბოლო დროს ეს იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა, განსაკუთრებით კი, თესალონიკში, რომ ძალიან ბევრ მეპატრონეს ბიზნესი თითქმის უვარდება. მოელიან, რომ ბინაში ტურისტი შევა, მაგრამ ისინი მტრედების გამო უარს აცხადებენ,” ამბობს ლუნგასი.

გარდა ამისა, უამრავი ტურისტი არიდებს თავს იქირაოს სახლი, რომელსაც ვიწრო ლიფტი ან კიბე აქვს, ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვიან ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

 

onalem

ტესტ