fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის მთავრობა გარდაცვლილ ადამიანს 200 ევროს სთხოვს!

2018 წელსაც კი საბერძნეთში სრულიად აბსურდული ფაქტები ხდება.

ტრიკალას საზოგადოების პრეზიდენტი, პანაიოტის ვლახოდიმოსი გაოგნებული იყო, როდესაც საჯარო ორგანოდან მიიღო ცნობა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მისი მამისგან, ეფთიმიოს ვლახოდიმოსისგან 200 ევრომდე თანხას ითხოვს.

საქმე იმაშია, რომ მამაკაცი გარდაცვლილია.

ეფთიმიოს ვლახოდიმოსი 1998 წელს დაკრძალეს.

როგორც საგადასახადო ორგანო ამტკიცებს, მამაკაცი კვლავ დარეგისტრირებული იყო და მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა:

“ეს ადამიანი რეგისტრირებულია ცოცხლებში, ვინაიდან მის ოჯახს გარდაცვალების შესახებ არ განუცხადებია. მას ასევე აქვს ელექტრო ენერგიის მომმარაგებელი კომპანიის დავალიანება და ამ მხრივაც არაფერი შეცვლილა. ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინებები, რათა ამ ხალხმა ვალი 30 დღის მანძილზე დაფაროს. არ გვინდა, რომ უკიდურეს ზომებს მივმართოთ.”

 

onalem

ტესტ