fbpx
საზოგადოება

ტელეფონზე ხმამაღლა ლაპარაკობდა, შემდეგ მოაჯირთან მივიდა და გადმოხტა – რა დააფიქსირეს კამერებმა ათენის მოლში

47 წლის ქალთან დაკავშირებით, რომელიც ათენის მოლში მე-3 სართულიდან გამოხტა, ახალი დეტალები ვრცელდება. უსაფრთხოების კამერებმა, რომელიც მთელი მოლის მასშტაბით არის დამონტაჟებული, დააფიქსირეს, თუ რას აკეთებდა ის მანამდე და როგორ მოხვდა კიდესთან, საიდანაც შემდგომ გადმოვარდა. იყო ეს შემთხვევითი ინციდენტი თუ მისი განზრახვა?!

გამოძიების შედეგად, რომელიც კამერის ჩანაწერებს დაეყრდნო, ირკვევა, რომ ის ტელეფონზე რამდენიმე წუთის მანძილზე გაღიზიანებული ლაპარაკობდა, იყენებდა სხვადასხვა ჟესტებს, რაც მიუთითებს, რომ საუბრისას განერვიულებული იყო. როგორც კი საუბარი დაასრულა, მაშინვე მივიდა კიდესთან და მე-3 სართულიდან გადმოხტა.

სწორედ ამიტომ, საქმეს ძირითადად თვითმკვლელობის მუხლით იძიებენ, რადგან სხვა გარემოებები, რომლებიც მის იძულებით გადმოვარდნას ხელს შეუწყობდა, არ ფიქსირდება.

პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა და ერთ-ერთ დიდ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა. მისი დედა კი ბოლო პერიოდში ევიას სოფელში ცხოვრობდა.

ქალი დაცემის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

onalem

ტესტ