fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პოლიციელებმა კარდონის ყუთში 3 წლის გოგონა იპოვეს

საბერძნეთში ბავშვის მიტოვების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კრეტაზე, ირაკლიოში, პოლიციის ოფიცრებმა 3-დან 4 წლამდე გოგონა სრულიად მარტო იპოვეს.

ირკვევა, რომ პოლიციელებმა ტირილის ხმა გაიგეს, თუმცა, გარშემო ვერაფერს ხედავდნენ. მას შემდეგ, რაც კარგად დაუკვირდნენ, საიდან მოდიოდა ხმა, კარდონის ყუთში მიაგნეს პატარა გოგონას, რომელიც მაქსიმუმ 3-4 წლის არის.

ბავშვი მშიერი იყო და სციოდა, ოფიცრებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც იმ მომენტისთვის შეიძლებოდა. უყიდეს საჭმელი და ტკბილეული, შემდეგ კი, შესაბამის ორგანოს დაუკავშირდნენ.

როგორც ირკვევა, ბავშვი მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, მისი მამა კი 28 წლის მამაკაცია და ნარკოტიკებზეა დამოკიდებული.

მამაკაცი სამართალდამცველი ორგანოებისთვის უკვე კარგად ცნობილი პირია, შესაბამისად, მოხდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა და დააკავეს.

onalem

ტესტ