fbpx
პოლიტიკა

მიხალის ხაძიიანი კვიპროსის კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა – მომღერალი აცხადებდა, რომ არასოდეს დაკავდებოდა პოლიტიკით

მიუხედავად იმისა, რომ მიხალის ხაძიიანი წარსულში კატეგორიულად გამორიცხავდა პოლიტიკაში წასვლას, როგორც ჩანს, მომღერალმა აზრი შეიცვალა და სულ მალე კვიპროსის კულტურის მინისტრის მოადგილედ დაიწყებს მუშაობას.

აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდა გუშინ, 27 თებერვალს და როგორც ირკვევა, კულტურის მინისტრად ინიშნება კონსტანტინოს კომბოსი, ხოლო ცნობილი მომღერალი მისი მოადგილის პოზიციას იკავებს და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას 1-ლი მარტიდან დაიწყებს.

ჯერ კიდევ 2017 წელს ხაძიიანი ამბობდა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში წასვლას:

“არ მიმიღია მსგავსი შემოთავაზება და არც არასოდეს დავთანხმდებოდი. მე არ ვარ პოლიტიზირებული ადამიანი, არც პარტიული. მხოლოდ იმდენად ვარ პოლიტიზირებული, რამდენადაც ეს საერთოდ ხალხს და მასას ეხება,” ამბობდა მომღერალი.

onalem

ტესტ