fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ იცვლება Κιβωτός του Κόσμου-ს დირექტროთა საბჭო

მთავრობის სპიკერის, იანის იკონომუს ინფორმაციით, პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ შეიცვალოს არასამთავრობო ორგანიზაცია, Κιβωτός του Κόσμου-ს დირექტორთა საბჭო.

“საჩივრები ძალიან სერიოზულია და ეხება უკიდურესად სენსიტიურ საკითხს. საუბარია ბავშვებზე, რომლებიც ოჯახებს მიღმა მოხვდნენ, სხვადასხვა მიზეზების გამო და საჭიროა, რომ მათი საჩივრების სრული და ზუსტი გამოძიება მოხდეს, კომპეტენტური ორგანოების მიერ.

დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს ორგანიზაციაში მცხოვრები ბავშვების უსაფრთხოებაზე. სექსუალური შევიწროვების შესახებ არსებული საჩივრები დღეს დილით პრემიერის სასახლეში განიხილეს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ შეიცვალოს დირექტორთა საბჭო.

ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას ცხადყოფს მშობლების რეაქციებიც, რომლებსაც ბოლო დღეებში ვხედავთ. როგორც ცნობილი გახდა, კოლონოს ტერიტორიაზე ორგანიზაციის ერთ-ერთ სახლში ორი სირიელი მშობელი შეიჭრა და ბავშვების უკან დაბრუნებას ითხოვდა. მშობლებმა მატერიალური ზიანი გამოიწვიეს და ჩიოდნენ, რომ მათი შვილები “გალიაში” ჰყავდათ გამომწყვდეული,” განაცხადა იკონომუმ.

ამრიგად, Κιβωτός του Κόσμου-სთან დაკავშირებული საკითხი საბერძნეთში სახელმწიფო დონეზე განიხილება, საქმის გამოსაძიებლად ზომები მიღებულია ყველა შესაძლებელ დონეზე.

onalem

ტესტ