fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 1-ელ მარტს, მეტროს 1-ლი ხაზი იმუშავებს 14:00 საათიდან, ხოლო მე-2 და მე-3 ხაზები იმუშავებენ 18:00 საათამდე

ბერძნული მედიის ბოლო ინფორმაციით, ხვალ ათენის მეტროს თანამშრომლები სხვადასხვა საათებში გაფიცვას აცხადებენ.

როგორც ირკვევა, 1-ლი ხაზი ანუ ელექტრო მატარებელი (ტრენო/ილეკტრიკო) იმუშავებს მხოლოდ 14:00 საათიდან ანუ დილით არ იმუშავებს.

რაც შეეხება მე-2 და მე-3 ხაზებს, თანამშრომლები გაფიცვას აცხადებენ 18:00 საათიდან, შესაბამისად, მატარებლები დილით ჩვეულებრივად იმუშავებენ და მოძრაობას შეწყვეტენ 18:00 საათზე.

ტრანსპორტის სხვა სახეობები, ავტობუსები და ტროლეიბუსები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ 12 საათიც კი, უწყვეტად, რაც ნიშნავს, რომ ეს პირობები არაადამიანურია და ითხოვენ, რომ მოხდეს მათი დაქირავება ბევრად გამჭვირვალე პროცედურებით და პერსონალი იყოს მუდმივი.

onalem

ტესტ