fbpx
საბერძნეთი

ოფიციალურად! ათენში სამი ახალი მეტროსადგური იხსნება – ნახეთ როდის

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ათენის მეტროს სამი ახალი სადგური ემატება.

როგორც ΟΑΣΑ აცხადებს, 3 მეტროსადგური სამშაბათს, 7 ივლისს გაიხსნება მეტროს მე-3 ხაზზე.

კერძოდ, ეს სადგურებია: “აგია ვარვარა”, “კორიდალოს”, “ნიკეა”.

სადგური “აგია ვარვარა” მდებარეობს აგია ელეუსას სკვერთან (πλατεία Αγίας Ελεούσας), სადგური “კორიდალოს” ელევთერიას სკვერთან (πλατεία Ελευθερίας), ხოლო “ნიკეას” სადგური აგიოს ნიკოლაუს სკვერთან (πλατεία Αγ. Νικολάου).

სამი სადგური ყოველდღიურად 60.000 მგზავრს მოემსახურება და ეს რიცხვი 2022 წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც კიდევ ერთი სადგური “დიმოტიკო თეატრო” იქნება მზად.

 

onalem

ტესტ