fbpx
პოლიტიკა

“თუ ასე გააგრძელებთ, საბერძნეთი სულ სხვა ქვეყანა გახდება” – მიცოტაკის შეხვედრა პრემ ვაცასთან

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი კანადელ მილიარდელს, ჰოლდინგ-კომპანია Fairfax-ის დამფუძნებელს, პრემ ვაცას შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე პოზიტიური ხედვა დააფიქსირა.

მსხვილმა ინვესტორმა ხაზგასმით თქვა, რომ ახალ მთავრობაში სრულიად დარწმუნებულია.

“გააგრძელეთ ისე, როგორც დაიწყეთ. საბერძნეთი მალე სულ სხვა ქვეყანა გახდება და ინვესტიციები ძალიან დიდი იქნება.”

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ სწრაფი ტემპით დაიწყო მოქმედება, რაც კარგის ნიშანია, ყველა ის რეფორმა კი, რომელიც დაგეგმილია ქვეყნისთვის მხოლოდ კარგის მომტანი იქნება.

ვაცამ პრემიერს უთხრა, რომ მისი საკუთარი გუნდი სამომავლოდ საბერძნეთში ინვესტიციების ჩადებით არის დაინტერესებული, რომელიც ეხება უძრავი ქონების და ტურიზმის სფეროებს.

onalem

ტესტ