fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

Sabah: მიზეზი, რის გამოც თურქეთში ბერძენი ჯარისკაცები დააპატიმრეს

გერმანული გაზეთი, თურქულ მედიაზე დაყრდნობით, ბერძენი ჯარისკაცების დაკავების თაობაზე სტატიებს აქვეყნებს.

როგორც გაზეთი Sabah იტყობინება, ორი ბერძენი ჯარისკაცის დაკავება არ უკავშირდება ჯაშუშობის ბრალდებას, არამედ, შესაძლოა, ეს იყო ინტენსიური მოქმედებები სასაზღვრო ზოლში, რათა შეეჩერებინათ მიგრანტების უკანონო შეჭრა საბერძნეთის ტერიტორიაზე, რაც ბოლო დროის მანძლზე ძალიან გახშირებულია.

გერმანული გაზეთის ცნობით კი, გასულ კვირას თურქეთიდან საბერძნეთში 29 მიგრანტი ცდილობდა შესვლას, ძირითადად არაბები. ისინი აცხადებენ, რომ საზღვრის უკანონო კვეთისას, ბერძნებმა დააკავეს და უკან დაბრუნებას აიძულებდნენ. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ბერძნებმა სასტიკად სცემეს და უკან გაბრუნებისას რამდენიმე მიგრანტი გარდაიცვალა კიდეც.

Sabah გასულ წელს წერდა, რომ საბერძნეთმა თურქეთში უკანონოდ 4, 000 ლტოლვილი დააბრუნა.

ასეთი ტაქტიკა არღვევს თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საბერძნეთს უფლება აქვს უკან დააბრუნოს თურქეთიდან შესული ლტოლვილები და პირიქით, თურქეთსაც აქვს უფლება ევროკავშირში გააგზავნოს სირიელი ლტოლვილები, რომელსაც შემდგომ, თავად ევროკავშირი გაანაწილებს.

onalem

ტესტ