fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი შემაშფოთებელი მონაცემების ფონზე იხსნება – ნახეთ დღევანდელი რიცხვები

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში დღეს, 6 მაისს, კორონავირუსით ინფიცირების 3,421 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაიღუპა 83 ადამიანი.

როგორც უკვე ცნობილია, გახსნის ეტაპები დაიწყო და როგორც ჩანს, საბერძნეთის ეკონომიკა კრიტიკულ პერიოდში იწყებს ამუშავებას.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გახსნა არ არის სწორი და შესაძლოა ზაფხულში ვიხილოთ ახალი ტალღა, მუტაცირებული შტამების ფონზე, ვინაიდან შემთხვევები ახლაც ძალიან ბევრია.

ამ ეტაპისთვის საბერძნეთში ვაქცინირებულია 3 მილიონზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვმა, პანდემიის აფეთქებიდან დღემდე მიაღწია 10.847-ს.

პროფესორთა მეორე ნაწილი ამბობს, რომ რიცხვები დიდია, მაგრამ სტაბილური, რაც ნიშნავს, რომ 20 ივნისის შემდეგ, სავარაუდოდ, დაეცემა 1.000-სს ქვემოთ. თუმცა, ცხადია, გადაჭრით, ვერაფერს პროგნოზირებენ.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს იხსნება სკოლები, ხოლო 15 მაისიდან საბერძნეთი ოფიციალურად მიიღებს  ტურისტებს და გაიხსნება ორგანიზებული პლაჟებიც.

 

onalem

ტესტ