fbpx
საბერძნეთი

კვირას, 9 მაისს, მაღაზიები, სალონები და სუპერმარკეტები ღია იქნება – ნახეთ გრაფიკი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კვირას, 9 მაისს, მაღაზიები, სუპერმარკეტები და სილამაზის სალონები ღია იქნება.

როგორც უკვე ცნობილია, 5 მაისიდან მოქმედებს ფასდაკლებები, რომლებიც 15 მაისამდეა ძალაში, შესაბამისად, კვირას კომერციული მაღაზიები იმუშავებს. ფასდაკლებები ზოგიერთ პროდუქტებზე 70%-საც კი აღწევს.

მათი მუშაობის გრაფიკია დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.

სუპერმარკეტებში წასვლისთვის ვაგზავნით SMS-ს, კოდით 2.

მაღაზიებში წასვლისთვის ვაგზავნით სახელს, გვარსა და მისამართს 13032-ზე.

სილამაზის სალონების სტუმრობისას ვაგზავნით კოდს 6.

ცხადია, სუპერმარკეტების გარდა, ყველა მაღაზიაში საჭიროა ვიზიტის წინასწარ დანიშვნა.

onalem

ტესტ