fbpx
კრიმინალი

“შეიხი ქმარი ყველაფრით უზრუნველმყოფდა, მაგრამ ოქროს გალიაში ვცხოვრობდი” – აფროდიტი ბარბა ციხეში გადაიყვანეს

მოდელი აფროდიტი ბარბა, ნარკოტიკების, კერძოდ, კი კოკაინის შენახვისა და გასაღების ბრალდებით ციხეში გადაიყვანეს. ბარბას მიცემულმა ჩვენებამ ვერ დაარწმუნა გამომძიებელი და პროკურორი, მის უდანაშაულობაში, რის შედეგადაც, პირობითი სასჯელი შეეფარდა.

31 წლის მოდელს მდიდრული ავტომობილის სავარძლების ქვეშ 35 გრამი კოკაინი უპოვეს, რაზეც ამბობს, რომ მისი არ არის და ეს ყველაფერი სხვის მიერ დაგებული მახეა. ბარბას დედა სასამართლოს გარეთ ყვიროდა, რომ მის შვილს ნარკოტიკები ვიღაცამ მანქანაში ჩაუდო და უნდა, რომ ციხეში გამოკეტოს.

აღსანიშნავია, რომ მოდელს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. წარსულში არაბ შეიხზე იყო დაქორწინებული და მათი დაშორება საკმაოდ ბევრ სირთულეებს უკავშირდებოდა. როგორც სატელევიზიო შოუებში ამბობდა, შეიხი ისე ექცეოდა, თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყო, ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ თითქოს ერთ “ოქროს გალიაში” ცხოვრობდა.

onalem

ტესტ