fbpx
საქართველო

თესალონიკში საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობასა და თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გენერალური კონსული ჩვენს კითხვებს პასუხობს

-ბერძნულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 23 აგვისტოს საქართველოს მოქალაქემ, 48 წლის მამაკაცმა, საკუთარი პარტნიორი, 55 წლის ქალი დანით მოკლა. უახლესი ცნობებით კი, დაკავებულმა თესალონიკის დაკავების იზოლატორში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რას გვეტყვით ყველაფერ აღნიშნულთან დაკავშირებით?

თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მე შევხვდი თესალონიკის უშიშროების სამმართველოს უფროსს ანტონიოს ძიძისს და თესალონიკის პოლიციის უფროსს, ხრისტოს ბულუბასის. შეხვედრაზე მე უშუალოდ მათგან მივიღე დეტალური ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

-რა დეტალები შეგიძლიათ გვითხრათ ამ გახმაურებული მკვლელობის შესახებ?

2021 წლის 23 აგვისტოს მკველელობაში ბრალდებული საცხოვრებელ ბინაში თავს დაესხა თავის პარტნიორ ქალს და დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები. აფექტის მდგომარეობაში იგი ასევე დანით იყენებდა თვითდაზიანებებს ხელის არეში. შემდეგ მკვლელობაში ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.

მომხდარი ფაქტის შემდეგ საბერძნეთის პოლიცია 7 საათის განმავლობაში ეძებდა ბრალდებულს. დღის ბოლოს კი იგი დააკავეს თესალონიკის სანაპიროზე. პოლიციაში მიყვანის შემდეგ მას დაუმუშავეს ჭრილობები. 24 აგვისტოს ბრალდებულს ჩაუტარდა ექსპერტიზა, სადაც კიდევ ერთხელ მოხდა თვითდაზიანებით მიყენებული ჭრილობების დამუშავება და სახვევების დადება.

დროებითი დაკავების იზოლატორში ბრალდებული მოათავსეს ცალკე საკანში, რადგან მას ახლო კონტაქტი ჰქონდა კოვიდ ინფიცირებულთან. ბრალდებულს, ასევე ჩაუტარდა ტესტი COVID-19-ზე.

დღეს 07:15 საათზე, პოლიციის მიერ განხორციელებული შემოვლის დროს, მკვლელობაში ბრალდებული ცოცხალი იყო, ხოლო 15 წუთში, განმეორებითი შემოვლის დროს, ბრალდებული პოლიციას უკვე გარდაცვლილი დახვდა. მან ხელზე არსებული სახვევებით თავი მოიკლა.

პოლიციის მიერ საკანში აღმოჩენილ იქნა ბრალდებულის მიერ დედისა და ძმის სახელზე, ქართულ ენაზე დაწერილი წერილი.

-დაუკავშირდა თუ არა გენერალური საკონსულო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს?

თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილების ოჯახის წევრებთან.

პირველ რიგში, გენერალური საკონსულოს სახელით, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ემიგრანტებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთ ტრაგიკულ და მძიმე შემთხვევას აღარასოდეს ექნება ადგილი.

onalem

ტესტ