fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთის ეკლესიის მეთაური: ვაქცინა ან საფლავი – შეგიძლიათ აირჩიოთ

ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ კიდევ ერთხელ გაიმეორა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომ აცრა პანდემიასთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალია.

“არის ვაქცინა და არის საფლავი – შეგიძლიათ აირჩიოთ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება – სიყვარული. სიყვარული კი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მეზობელზე ზრუნვასაც გულისხმობს. შეიძლება მე ვფიქრობდე, რომ არ დავინფიცირდები, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს. შემიძლია კი, ავიღო პასუხისმგებლობა, რომ მე არ ვიქნები ის, ვინც გადასდებს სხვას ვირუსს?”. – თქვა ათენის მთავარეპისკოპოსმა.

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი ნდობას უცხადებს მეცნიერებს და ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ პანდემიასთან გამკლავებას. სინოდის წარმომადგენლის, მიტროპოლიტ ათინაგორას თანახმად, მღვდლების და მიტროპოლიტების უმეტესობა ახლო მომავალში აცრილი იქნება.

“ჩვენ ვენდობით მეცნიერებს და ექიმებს. ვაქცინა არის ერთადერთი გზა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის კედლის ასაშენებლად. ეკლესიის ფუნქციია ითანამშრომლოს მეცნიერებასთან”, – ამბობს მიტროპოლიტი ათინაგორა.