fbpx
საბერძნეთი

სისხლიანი ინციდენტი თესალონიკის ცენტრში: დაჭრილია ერთი მამაკაცი

დღეს შუადღეს თესალონიკის ცენტრში, ირაკლიოს ქუჩაზე სისხლიანი ინციდენტი მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 10-მდე მამაკაცი ერთმანეთს ეკამათებოდა, რაც ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა და ერთ-ერთმა მათგანმა დანა გამოიყენა. შედეგად, მეორე მამაკაცი დაიჭრა.

როგორც thestival.gr იტყობინება, ჩხუბში ჩართული მამაკაცები ბოშები იყვნენ.

აღნიშნული ჩხუბის დაწყების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა და დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა პირველადი დახმარება აღმოეჩინათ.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს და დაშავებულის ჩვენებას ელოდება.

onalem

ტესტ