fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში შემომსვლელთათვის სავალდებულო კარანტინი ბრუნდება – ახალი ზომები 18 დეკემბრიდან

ბერძნული მედიის ოფიციალური ინფორმაციით, 18 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით საბერძნეთში შემომსვლელთათვის სავალდებულო კარანტინი ამოქმედდება.

კერძოდ, ისინი, ვინც ქვეყანაში ზემოთ აღნიშნულ ვადებში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან გაიარონ 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

სტელიოს პეცას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულოა PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და PLF ფორმის ქონა, საბერძნეთში შემოვლის შემდეგ ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, გაიაროს 10 დღიანი იზოლაცია. აღნიშნული ზომა მოქმედებს 18 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით.

როგორც ირკვევა, ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, ძალიან ბევრმა ადამიანმა შეცვალა საკუთარი ბილეთი, რადგან 18 დეკემბრის შემდეგ უწევდათ საბერძნეთში შემოსვლა.

პეცასის განცხადებით, არ დაიშვება არანაირი გამონაკლისი.

onalem

ტესტ