fbpx
კატეგორიის გარეშე

ბერძნები ემიგრანტი წყვილის ქორწილში, რომელიც სირიაში სიკვდილს გადაურჩა

რუკიას და მუჰამედის ცხოვრება არასოდეს ყოფილა იოლი… ისინიც ისეთივე მძიმე ყოფაში იყვნენ, როგორშიც საბერძნეთისკენ მომავალი ყველა ემიგრანტი. ორი ახალგაზრდა ცეცხლმოკიდებულ სირიაში, სიკვდილს გადაურჩა და კუნძულ ლესვოსზე ახალი ოჯახი შექმნეს.

თავიანთ ქვეყანაში მათ, ცხადია, არავინ იცნობდა, მაგრამ ლესვოსზე, კარა ტეპეს ემიგრანტების ბანაკში გუშინ საღამოს შეძლებისდაგვარად “გრანდიოზული” ქორწილი გადაიხადეს. რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ქორწილს 1000-მდე იმიგრანტი ესწრებოდა, თუმცა, ყველაზე საპატიო სტუმრები მათთვის ბერძნები იყვნენ, რომლებიც ბანაკში მუშაობენ და მათ ყოველდღიურად ეხმარებიან.

18 წლის პატარძალი და 26 წლის სიძე დაქორწინდნენ დიდი სიყვარულით და ცერემონია გამოვიდა ზუსტად ისეთი, როგორზეც ოცნებობდნენ.

წყვილი ტანსაცმლით სტავროს მიროიანის სამკერვალომ უზრუნველყო და მათ მოემსახურათ მანქანაც კი, რომლითაც პატარძალი სტუმრებით სავსე ბანაკში მიიყვანეს.

იმიგრანტების მსგავსი ქორწილი კუნძულს არ ახსოვს.

onalem

ტესტ