fbpx
კრიმინალი

პოლიცია დამლაგებელ ქალს ეძებს, რომელმაც ბერძენ მოხუცს შობას 5.000 ევრო მოპარა

ხანში შესული ბერძენი მამაკაცი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ უცნობი ქალი, რომელიც სახლის დასალაგებლად მიიყვანა, მისი მძარცველი აღმოჩნდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პატრასში მოხდა. მამაკაცმა ქალი საშობაოდ სახლის დასალაგებლად დაიქირავა და როდესაც ის ბინას ალაგებდა, მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მან საქმიანობა დაასრულა და სახლში წავიდა.

24 დეკემბრის ღამეს, როდესაც შობა დადგა, მოხუცმა აღმოაჩინა, რომ საკუთარი კარადიდან თანხა აკლდა და ნახა, რომ ქალს 5.000 ევრო ჰქონდა წაღებული. ამავე დროს გათიშა მობილური ტელეფონი და ცხადია, უკვალოდ გაქრა.

მოხუცმა მაშინვე იჩივლა ადგილობრივ განყოფილებაში და ამ დროისთვის პოლიცია დამლაგებლის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

მისი ეროვნება უცნობია.

onalem

ტესტ