fbpx
საზოგადოება

დღეიდან ამინდის მკვეთრი გაუარესება საბერძნეთში – ითოვებს ატიკის რეგიონშიც

დღეს საღამოდან საბერძნეთში ამინდის მკვეთრი გაუარესება გველის. როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, მოსალოდნელია უხვი ნალექი, წვიმის სახით და ძლიერი ქარი, ითოვებს ატიკის რეგიონშიც კი.

კერძოდ, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ძლიერი თოვაა მოსალოდნელი ვიოტიაში, ფთიოტიდაში, მაგნისიაში, ჩრდილოეთ ევიაში, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ პელოპონისოში. საღამოს ითოვებს ატიკის რეგიონშიც.

ასევე, უხვი ნალექი, თოვლის სახით დაფიქსირდება დასავლეთ მაკედონიაში, თესალიაში, ეპირუსში.

ატიკის რეგიონში შუადღის საათებიდან მოსალოდნელია პერიოდული წვიმები და თოვლი. საღამოს კი ითოვებს ზღვის დონიდა 200-300 მეტრზეც კი. ტემპერატურა 4-დან 11 გრადუსამდე იქნება. ქარი ძალა 7-8 ბალს მიაღწევს.

რაც შეეხება თესალონიკს, ითოვებს ძირითადად მთიან რეგიონებში, ნავარაუდევია პერიოდული წვიმები და იქროლებს ქარი, 5-7 ბალის სიძლიერის. ტემპერატურა 2-დან 8 გრადუსამე იმერყევებს.

onalem

ტესტ