fbpx
საზოგადოება

ბერძნები, რომლებსაც სკოლაც არ აქვთ დამთავრებული და უდიდეს წარმატებას მიაღწიეს

ბერძნები და არა მარტო… მათ, სხვადასხვა მიზეზების გამო, სკოლის დასრულებაც კი ვერ მოახერხეს, მაგრამ დღეს არიან ყველაზე წარმატებული და ცნობილი სახეები, რომელთაც არც ინტელექტი აკლიათ.

პირველი მათ შორის ნიკოს იკონომოპულოა, რომელმაც აღიარა, რომ სკოლა ვერ დაასრულა, რადგან მამასთან ერთად მეთევზედ მუშაობდა და გაკვეთილებს მუდმივად აცდენდა.

გიორგოს მავრიდის –  როგორც ცნობილია მისი მამა პატიმარი იყო, ხოლო დედა ბევრს მუშაობდა, რომ გიორგო გაეზარდა. გარემო, სადაც ის იზრდებოდა, არ იყო ბავშვისთვის შესაბამისი. მას კითხვაც კი არ შეეძლო. შემდეგ კი, თავადაც მუშაობის დაწყება მოუწია, რათა დედას დახმარებოდა. სწორედ ამ პერიოდში მიატოვა სწავლა.

ელენა პაპარიზუ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას სკოლა არ დაუმთავრებია და გრძნობს, რომ ბავშვობის ეს ნაწილი მისთვის დიდი დანაკარგია. მან მუშაობა 17 წლის ასაკიდან დაიწყო და როდესაც მოგზაურობდა, სკოლის მიტოვება მოუწია.

ანჟელა დიმიტრიუმ სწავლა ფინანსური რესურსების არარსებობის გამო ვერ შეძლო. უსახსრობის გამო მას მუშაობის დაწყება ადრეულ ასაკში მოუწია, ხოლო მიკროფონი პირველად ხელში 14 წლის ასაკში დაიჭირა. მას შემდეგ კი მისი კარიერა ისეთია, როგორსაც იცნობთ.

თამთა – კვიპროსული ტელევიზისთვის მიცემულ ინტერვიუში თამთა ამბობს, რომ 14 წლის ასაკში მისმა პირველმა მეუღლემ მოიტაცა, შემდეგ კი შვილი გაუჩნდა და სკოლის დასრულება მისთვის ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა, დღეს ის საბერძნეთში და არა მხოლოდ საბერძნეთში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული სახეა.

 

იანის პლუტარხოს“სკოლაში საქმე ცუდად მქონდა. დისლექსიით (მეტყველების დარღვევა) ვიტანჯებოდი და როცა მივხვდი, რომ ვერ ვუმკლავდებოდი, მივატოვე.”

ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი პლუტარხო ბავშვობაში ძმასთან ერთად გარე ვაჭრობით იყო დაკავებული.

onalem

ტესტ