fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: დაპატიმრებულმა ბიზნესმენმა სიკვდილის შემდეგ სხვა სიცოცხლე იხსნა

51 წლის ბიზნესმენი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაახლოებით 15 დღის წინ დააპატიმრეს. ის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც დაკავების შემდგომ იმყოფებოდა, ავად გახდა და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მამაკაცის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა და საბოლოოდ პალატაში გარდაიცვალა. მას გულის ქრონიკული პრობლემები აწუხებდა.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახმა გადაწყვიტა მისი ორგანოები იმ პაციენტებისთვის გადაეცა, ვისაც იმ მომენტისთვის სასიცოცხლოდ სჭირდებოდა.

მრავალსაათიანი ოპერაციის შემდეგ მამაკაცს ღვიძლი და თირკმელი ამოაჭრეს და სხვადასხვა საავადმყოფოებში გადააგზავნეს.

საბერძნეთში ბოლო პერიოდში ოგანოების დონაციის საკითხი ძალიან პოპულარული გახდა. მოხშირდა შემთხვევებიც, როცა გარდაცვლილთა ოჯახები სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ამ დათმობაზე მიდიან.

აღნიშნული ამბავი კორფუზე მოხდა.

onalem

ტესტ