fbpx
საზოგადოება

“დაგვაბრუნეთ საბერძნეთში” – ბერძენი სტუდენტები რუსეთში მძიმე მდგომარეობაში არიან

ბერძენი სტუდენტები, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, მტანჯველ ჩიხში მოექცნენ. დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბება და ცივი ომის კლიმატი იქმნება. ბერძენი სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი რუსეთში შეურაცხმყოფელი მოქცევის მსხვერპლნი არიან და ყველანაირი გზით ცდილობენ სამშობლოში დაბრუნებას.

პუტინის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, გაწვევის შესახებ, მთელ ქვეყანაში დიდი არეულობა გამოიწვია და დაბლოკა საჰაერო მიმოსვლა. რუსეთის დატოვების მსურველთა რაოდენობამ რეკორდს მიაღწია. ის ბერძნები, რომლებიც ამ დრომდე რუსეთში სწავლობდნენ, განათლების სამინისტროს მიმართავენ, რომ როგორმე ბერძნულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა, რათა მთელი ამ წლების შრომა წყალში არ ჩაეყაროთ. თუმცა, ასევე აქვთ მთავარი მოთხოვნა, რომ როგორმე სამშობლოში დააბრუნონ.

სტუდენტი, მირტო ტელოპულუ ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ევროპის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ფონზე, პირდაპირი ფრენები აღარ არის და იმისთვის, რომ საბერძნეთში დაბრუნდეს ტრანზიტული რეისი უნდა გამოიყენოს, რაც მის ფინანსურ შესაძლებლობებს აჭარბებს, ბილეთის საფასური 1.000 ევროსაც კი აღემატება. მისი თქმით, რუსეთში სწავლის გაგრძელება მისთვის შეუძლებელია, ხოლო კიდევ ერთი სტუდენტი შიშობს, რომ სულ მალე რუსეთის საზღვრები დაიკეტება და იქიდან გამოღწევას ვერ შეძლებენ.

onalem

ტესტ