fbpx
ემიგრაციასაზოგადოება

როგორ ითანამშრომლებს საქართველოს ხელისუფლება დიასპორასთან: ახალი ინიციატივები

საქართველოს საგარეო სამინისტრო მხარს უჭერს უცხოეთში საკვირაო სკოლების გახსნას.

საქართველოს ხელისუფლება დიასპორასთან აქტიურ თანამშრომლობას და მის გაძლიერებას გეგმავს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში.

“ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დიაპორის ერთიანობა და გაძლიერება, სამშობლოსთან მისი კავშირების განმტკიცება და მათი ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება აპირებს საკონსულოს მომსახურების გაუმჯობესებას და მისი ოპერატიულობის უზრუნველყოფას.

 “ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით იყო პრობლემები და ვმუშაობთ იმაზე, რომ საკონსულო მომსახურება იყოს რაც შეიძლება სრულფასოვანი, რამდენადაც ესაა პირველი ბარიერი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები და დიასპორები აწყდებიან. ეს არ უნდა იყოს ბარიერი. იგი უნდა მოიხსნას, რათა ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა შეძლონ რაც შეიძლება მარტივად ჰქონდეთ სერვისებისადმი წვდომა“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დიასპორებთან მიმართებით ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.

“ჩვენ დიაპორების თანადაფინანსების ფონდს ვქმნით. ეს საბიუჯეტო სახსრებია და ისინი დიაპორებისგან წამოსულ ინიციატივებისა და წინადადებებისკენ იქნება მიმართული. ჩვენ გვსურს, რომ თავად დიასპორა იყოს ინიციატორი, რადგანაც მათ უკეთ იციან საკუთარი მოთხოვნილებებისა და  პრობლემების შესახებ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ დიასპორების საკვირაო სკოლებთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია.

“ჩვენი დიასპორებისგან დიდი თხოვნა იყო  საკვირაო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდების თაობაზე. ჩვენ დაწყებითი კლასებისთვის წიგნები დავბეჭდეთ და მათი მიწოდება დავიწყეთ იმ დიასპორებისთვის, სადაც საკვირაო სკოლებია გახსნილი“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს  საკითხზე, რათა დიასპორებისთვის აუცილებელი სერვისები იყოს ხელმისაწვდომი.

“ჩვენ ასევე გვეგმავთ დიასპორების წარმომადგენლებისთვის ერთიანი ვებგვერდი შევქმნათ, რათა გავამარტივოთ მათი იმ სერვისებისადმი წვდომა, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს ხელისუფლება დიასპორების მხარდაჭერის მიზნით მრავალ პროგრამას ახორციელებს. პროექტებს შორისაა ქართული ენის ონლაინ–სწავლა, ბავშვების საქართველოში დასვენება, ბიბლიოთეკებში ქართული განყოფილებების გახსნა და ა.შ.

წყარო: www.sputnik-georgia.com

onalem

ტესტ