fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა – პილოტებმა ხომალდიდან გადახტომა ვერ მოასწრეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ანდრავიდას წყლებში საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. საუბარია Phantom F-4-ზე, რომლის პილოტებმაც, არსებული ცნობებით, ხომალდის დატოვება ვერ მოასწრეს.

ხომალდის ნამსსხვრევების ნაწილი წყალში უკვე იპოვეს, თუმცა, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს პილოტების ძებნა. ისინი არიან საჰაერო ძალების კაპიტანი და ლეიტენანტი და როგორც ცნობილი გახდა, საწვრთნელ ფრენას ახორციელებდნენ.

მომხდარის მიზეზები და გარემოებები უცნობია, გამოძიებას აწარმოებს ყველა შესაბამისი უწყება, რათა დადგინდეს, რა მიზეზით ჩამოვარდა საბრძოლო ხომალდი.

onalem

ტესტ