fbpx
საბერძნეთი

პირველი კადრები საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან – პილოტებს ამ დრომდე ეძებენ

ბერძნული მედია პირველ კადრებს ავრცელებს საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან, სადაც ხომალდის ნამსხვრევების ნაწილია ნაპოვნი. როგორც უკვე ცნობილია, თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა, როდესაც გაურკვევლი მიზეზით წყალში ჩავარდა.

ამ დრომდე მიმდინარეობს ორი პილოტის ძებნის ოპერაცია, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა. მათ ხომალდის დატოვება ვერ მოასწრეს, ვინაიდან ფრენას ახორციელებდნენ საკმაოდ დაბლა, 300 ფუტზე.

საბრძოლო თვითმფრინავი ანდრავიდას წყლებში, აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.

პილოტების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ძალების ჩართულობით.

 

onalem

ტესტ