fbpx
საზოგადოება

თემის ადამანტიდის ფიზიკურ ძალადობაში ყოფილი მეუღლეც ადანაშაულებს

როგორც უკვე ცნობილია, მომღერალ თემის ადამანტიდის ვარვარა კირკის ცემა ედება ბრალად და აღნიშნულთან დაკავშირებით ორშაბათს გაასამართლებენ. ამ ყველაფრის პარალელურად, Protothema.gr-თან საუბრობს მისი ყოფილი მეუღლე, ანასტასია სტეფანოვა, რომელიც იგივე ქმედებაში ადანაშაულებს მომღერალს.

სტეფანოვა მას შემდეგ, რაც ადამანტიდის დაშორდა, ბულგარეთში ცხოვრობს შვილებთან ერთად და აცხადებს, რომ ბევრჯერ გამხდარა მისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ასევე ამბობს, რომ მომღერალი შვილების მიმართ სათანადო ყურადღებას არ იჩენს და საარსებო მინიმუმითაც კი არ ეხმარება.

“წლების მანძილზე მღალატობდა. ამდენი ხნის მანძილზე არაფერს ვამბობდი, ბევრი რამ ავიტანე, მაგრამ ამ ჯოჯოხეთის გაძლება აღარ შემეძლო. როცა ვუთხარი, რომ დავშორებულიყავით, მაშინ ასწია ჩემზე ხელი. სახლიდან ვაგდებდი, ის კი მირტყამდა და მლანძღავდა,” ამბობს სტეფანოვა.

onalem

ტესტ