fbpx
საზოგადოება

დღეიდან ტემპერატურის ვარდნა და სიცივის პირველი ტალღა საბერძნეთში

როგორც ბერძენი სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ, 1 დეკემბრიდან საბერძნეთში სიცივის პირველი ტალღა გველის. მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლი მთიან რეგიონებში. დღეს იწვიმებს აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში, სპორადესში, ევიაში, კიკლადესის კუნძულებზე და კრეტაზე.

ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მოსალოდნელია მზიანი ამინდი, მხოლოდ დაბალი ტემპერატურა. ათენში დღეს მაქსიმუმ 14 გრადუსამდეა ნავარაუდევი. თესალონიკში კი, ჰაერი მხოლოდ 10 გრადუსამდე გათბება.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ასევე იუწყება, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, კერძოდ, მაკედონიის ტერიტორიაზე სამშაბათს ღამით ითოვებს, ხოლო ოთხშაბათს დილის საათებში თოვლი თრაკიშია მოსალოდნელი.

onalem

ტესტ