fbpx
საბერძნეთი

ალექსის კუგიას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

როგორც უკვე ცნობილია, კრიმინალისტი, ალექსის კუგია, ბოლო რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა. გაირკვა, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

არსებული ინფორმაციით, კუგიას სიმსივნე რამდენიმე ხნის წინ აღმოუჩინეს და ოჯახის წევრებსა და კოლეგებს საკუთარ დიაგნოზს უმალავდა. მიუხედავად ამისა, დაავადების დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე მოხდა და მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.

კუგია იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც ლიგნადის განაჩენი გამოუტანეს (ის მის საქმეს ხელმძღვანელობს), მდგომარეობა დაუმძიმდა და Metropolitan-ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სიმსივნური კვანძების ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდა. ის აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის კვანძები სრულიად ამოღებულია და მეტასტაზების გამრავლების საფრთხე არ არსებობს.

ცნობილი კრიმინალისტი საავადმყოფოდან გუშინ, 31 ივლისს გაწერეს და ექიმების რეკომენდაციების მიხედვით, 1 თვის მანძილზე პროფესიული ვალდებულებებისგან შორს ყოფნა მოუწევს.

onalem

ტესტ