fbpx
საბერძნეთი

“ძალიან მიყვარდა, მაგრამ დაშორება მთხოვა, თავზე კონტროლი დავკარგე და მოვკალი” – ეჭვიანობას შეწირული ქალბატონი რეთიმნოში

რეთიმნოში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 60 წლის მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს დანით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა, მიზეზი კი, ის იყო, რომ ქალმა ქმარს დაშორება მოსთხოვა.

წყვილს სამი სრულწლოვანი შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი რამდენიმე ხნის წინ დაქორწინდა. მეზობლები ამბობენ, რომ არასოდეს შეუნიშნავთ რაიმე უცნაური, რადგან ორივე მათგანი საკმაოდ ბედნიერი ჩანდა და არავისთვის მიუციათ საბაბი, ეფიქრათ, რომ მსგავსი რამ იყო მოსალოდნელი.

არსებული ცნობებით, 60 წლის მამაკაცი პათოლოგიურად ეჭვიანობდა და აქედან გამომდინარე, 56 წლის გეორგია ვეღარ უძლებდა არსებულ სიტუაციას. მან ქმარს დაშორება სთხოვა, კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა და მამაკაცმა გეორგიას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

გარდაცვლილი ქალი საკუთარმა ვაჟმა იპოვა, რომელმაც პოლიციაში დარეკა და მომხდარის შესახებ განაცხადა. მამაკაცი განყოფილებაში რამდენიმე საათის შემდეგ თავად მივიდა და ჩაბარდა. როგორც მან განაცხადა, მეუღლე ძალიან უყვარდა, მაგრამ ვინაიდან დაშორება სთხოვა, ვერ აიტანა და მოკლა.

onalem

ტესტ