fbpx
საბერძნეთი

პოლიციის მასშტაბური კონტროლი ატიკის რეგიონში – განყოფილებაში გადაიყვანეს 48 ადამიანი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიცია მასშტაბურ ოპერაციებს აგრძელებს, დანაშაულთან საბრძოლველად და მისი პრევენციისთვის. ამჯერად აღნიშნული ტიპის ოპერაცია ჩატარდა ატიკის დასავლეთ ტერიტორიაზე, სადაც ასობით ადამიანი შემოწმდა, ათობით კი, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კერძოდ, ზეფირის, აგია ვარვარას, ახარნესის, ფილისა და პეტრუპოლის პოლიციამ 554 ადამიანი და 330 მანქანა შეამოწმა. განყოფილებაში გადაიყვანეს 48 პირი, ხოლო აქედან პატიმრობაში დარჩა 4 მათგანი.

დაკავებულთა ბრალდებები შემდეგია: იარაღის უკანონო შენახვა/ტარება, ოჯახური ძალადობა, უძრავი ქონების დაზიანება, დაუმორჩილებლობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სხეულის დაზიანება. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე დანა, ჩამორთმეულ იქნა მართვის 28 მოწმობა.

როგორც საბერძნეთის პოლიციის შტაბში აცხადებენ, მსგავსი ტიპის ოპერაციები აქტიურად გაგრძელდება მომავალშიც.

onalem

ტესტ