fbpx
საბერძნეთი

გრძელი რიგები ათენში, მიტროპოლის ეკლესიასთან “აქსიონ ესტის” ხატის მოსალოცად (კადრები)

როგორც უკვე ცნობილია, ათენში ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს “აქსიონ ესტის” ხატი, რომელიც ამ დროისთვის მიტროპოლის ეკლესიაშია დაბრძანებული და მის მოსალოცად უამრავი ადამიანი დილიდანვე რიგში იდგა.

მორწმუნეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს, ვინაიდან მიტროპოლის ეკლესიის გახსნამდე 1 საათით ადრე შეიკრიბნენ, რათა რიგი დაეკავებინათ.

მოლოცვები ჩატარდება დილის 07:00 საათიდან შუადღემდე, ასევე, ყოველ დილით იქნება საღმრთო ლიტურგია და ზიარება.

“აქსიონ ესტის” ხატი ათონის მთის უმნიშვნელოვანეს რელიქვიად ითვლება, ის პროტატუს ტაძარში ინახება და ათონის მთას იშვიათად ტოვებს.

აღნიშნული ხატი ათენში 15 მაისამდე იქნება დაბრძანებული.

onalem

ტესტ