fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 42 წლის მამაკაცს, რომელიც აღდგომას ცხავრს წვავდა, ცეცხლი წაეკიდა და სხეულის 50% დაეწვა

აღდგომის დღე თესალონიკში ერთ-ერთი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. როგორც ტელეკომპანია MEGA იუწყება, 42 წლის მამაკაცი სააღდგომო სუფრისთვის ემზადებოდა და მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სახლის ეზოში ცხავრს წვავდა. ამ ყველაფერს ის ცხვარზე ალკოჰოლის დასხმით ცდილობდა, რის შედეგადაც დიდ მასშტაბზე აალდა და ცეცხლი თავადაც წაეკიდა.

ვინაიდან ალკოჰოლით სავსე ბოთლი ხელში ეჭირა, ცეცხლი მთლიან სხეულზე სწრაფად მოედო და სერიოზული დამწვრობები მიიღო. ის პაპანიკოლაუს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც უკვე 5 დღეა მკურნალობს.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 50% აქვს დამწვარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

იმედოვნებენ, რომ ასაკიდან გამომდინარე, მისი ორგანიზმი შეძლებს რეაბილიტაციას, მაგრამ ეს იქნება რთული და გრძელი პროცესი, ვინაიდან საუბარია სხეულის ძალიან დიდ ნაწილზე მიღებულ დამწვრობებზე.

onalem

ტესტ